ანონსი 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“ გაიმართება რეგიონული კონფერენცია „შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლა და პრევენცია: გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა“.

მის: ლერმონტოვის ქ.10

საკონტაქტო: ანა კაკუშაძე 599 14 94 29

24 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, ევროპული ფონდების ცენტრის (EFC) ორგანიზებით, ფონდების აღმოსავლეთ ფორუმი (GEF) წელს საქართველოში იმართება.

24 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

24 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: სახელმწიფო საწარმოები და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა.

მის: უზნაძის 4

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. მის: ბოჭორმის 12.

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობამისჯილი მწყემსის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: მალხაზ კობაურის საქმე სტრასბურგში მიდის; რა წერილი გამოუგზავნა სმიტების ოჯახმა მალხაზ კობაურს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით“.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები. პასუხი ბიზნესსექტორს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ.

მის ინგოროყვას ქუჩა №7 .

საკონტაქტო: თამარ მეტონიძე 577 53 52 32

24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, ანგარიშის - „რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (ex-post RIA) მოგების გადასახადით დაბეგვრის (ესტონური მოდელი) რეფორმა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესმენები და ეკონომისტები დაესწრებიან.

მის: „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, თელავის ქ. 20

24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, დეველოპერული კომპანია, “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელი გიგა წულეისკირი და ადვოკატი ნანა ფილაური პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: სამშენებლო კომპანია “სვეტზე” დადებული ყადაღა და დაზარალებული მენაშენეები. რა ხდება სინამდვილეში „სვეტის“ ქონების ირგვლივ და როგორ უნდა მომხდარიყო ინვესტორებთან მოლაპარაკება?

მის.: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ მხარდაჭერილი ტრენინგ კურსი - „პირველადი წარმოების კონტროლი„ დაიწყება

მის: მარშალ გელოვანის გამზირი #6, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონფერენციო დარბაზი.

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - საშემოდგომო სესია.

მის: მინდელის ქ. 9

24 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან პარტნიორობით, ქალისა და გოგონას მიმართ საზიანო პრაქტიკების შესახებ სამუშაო ჯგუფი გაფართოებულ შეხვედრას გამართავს.

საკონტაქტო: 577 211 300

24 ოქტომბერს, 14:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი პალასში“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

მის: თელავის ქ.20

24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, "გამარჯვებული საქართველოს" ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

მის: ათონელის 27

24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 ოქტომბერს, 15:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს „ღვინის ქარხანა #1“-ის სასამართლო დავას. სასამართლო პროცესს დაესწრებიან საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალისტები, წარმომადგენლები, დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტები. სასამართლო პროცესის დაწყებამდე, კომპანიის იურისტი არჩილ თაბაგარი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

საკონტაქტო: 597 719 887

24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყების შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.

მის: პაატა სააკაძის 1,

საკონტაქტო პირი: ნუცა წერეთელი 577 420 121; ნინი ფოფხაძე 599 49 55 41

24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

24 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ქუთაისში, სტრატეგია"აღმაშენებლის" ფარგლებში, რიგით მესამე თემატური პრეზენტაცია გაიმართება.

თემა: 11 ინიციატივა ქუთაისს.

მის: ქუთაისი, ნიკეას მე-5 ჩიხი N1

საკონტაქტო: 551662525

24 ოქტომბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება პოეტ გივი ალხაზიშვილის ახალი პოეტური კრებულის „მონატრებული შინ“ (გამომცემლობა საუნჯე) წარდგენა.

24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის ორგანიზებით, კინოს სახლის დარბაზში, გაიმართება გოგი თორაძის ახალი, სატელევიზიო ფილმის - "სპადე" პრემიერა.

ჩვენებას დაესწრებიან: დიპლომატიური კორპუსის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა