ქარელის მერის ინფორმაციით, დაკავებულები არიან მერიის თანამშრომელი და საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე

ქარელის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ქარელის მერიის თანამშრომელი სოსლან ქვრივიშვილი და ქარელის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ინფრასტრუქტურისა და სივრცით მოწყობის საკითხებში, გიორგი გოგაშვილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა განცხადა.

მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, თუ რასთან დაკავშირებით ჩატარდა სპეცოპერაცია და რის საფუძველზე დააკავეს სამართალდამცველებმა საჯარო მოხელეები.

„მოსახლეობასთან ვიყავი სოფლებში შეხვედრაზე და იქ ჟურნალისტების მეშვეობით გავიგე, რომ დაკავებულია ორი ადამიანი. ერთი მათგანი არის ქარელის საკრებულოს წევრი, მეორე კი ქარელის მერიის თანამშრომელი, ჩემი წარმომადგენელია. რა არის დაკავების მიზეზი არ ვიცი. ვარკვევ, ჯერ საქმის კურში არ ვარ. სპეცოპერაცია დილის საათებში ჩატარდა. ორივე სოფელ დირბიდან არის“, - განაცხადა გულიაშვილმა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო