დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა, რომელიც სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო დააკისრა. ამის შესახებ „სი-ენ-ენ“-ი იუწყება.

„ფინანსთა მინისტრს დავავალე მოხსნას ყველა სანქცია, რომელიც 14 ოქტომბრიდან დაუწესდა თურქეთს ქურთების წინააღმდეგ შეტევითი ქმედებების გამო. ამგვარად, სანქციები გაუქმდება, თუ არ მოხდება რაიმე ისეთი, რაც ჩვენ არ გვაწყობს“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, სირიაში დარჩება ამერიკის ჯარების მცირე რაოდენობა, რეგიონში ნავთობის დასაცავად.

აშშ-მა თურქეთის თავდაცვის, ენერგეტიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ 15 ოქტომბერს განაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა