კონგრესმენი ბილ კიტინგი - საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია - ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ  საკანონმდებლო აქტის გამოცემით

საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით, - განაცხადა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორისა და რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშის რანგში საქართველოს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია გააჩნია.

„სამწუხაროდ, საქართველო ყველაზე დრამატულად წარმოჩინდა საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა მის ტერიტორიაზე და რეგიონების ოკუპაცია მოახდინა. მას შემდეგ აგრძელებს რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციას. დღეს საქართველო, უკრაინასთან ერთად ფრონტის ხაზზე იმყოფება რუსეთის წინააღმდეგ და გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის ძალისხმევას რუსეთთან დაპირისპირების საქმეში, რათა ქვეყანამ ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული საფრთხეები გაანეიტრალოს, რუსეთის დეზინფორმაციის წინააღმდეგ იბრძოლოს და მიზნისკენ სვლა განაგრძოს ძლიერი და სუვერენული დემოკრატიის შენების გზაზე. ვამაყობთ, რომ აქ ვიმყოფებით და ვაგრძელებთ საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიული ფასეულობების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მეგობარია! ვამაყობ, რომ ჩვენს მხარდაჭერას ვამტკიცებთ ამ საკანონმდებლო აქტის გამოცემით“ , - განაცხადა კონგრესმენმა თავის გამოსვლაში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა