ADB-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსადმი მხარდაჭერას ადასტურებს

21-23 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა შიშინ ჩენმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ADB-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის ხელშეწყობისთვის.

“ADB-ის თანამშრომლობა საქართველოსთან ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გამოიხატა მრავალმხრივი და ხანგრძლივი შედეგის მქონე კომპლექსური ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განხორციელების ხელშეწყობაში, რაც ეკონომიკური ზრდის საფუძველს წარმოადგენს.

„ADB ყურადღებას გაამახვილებს შრომითი უნარების გადამზადებასა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად საჭირო ინოვაციებსა და ინვესტიციებზე, ასევე ორიენტირებული იქნება ქალაქების განვითარებასა და რეგიონული ვაჭრობის გაფართოებაზე სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების გზით“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა