რუსთავის მერიაში გარემოს დაცვისა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა-ჩაშვების პრევენციული ღონისძიებების გატარების საკითხები განიხელეს

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კომპანია DBA Group-ის ექსპერტსა და ,,ჯი-ემ მენეჯმენტის“ წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, DBA Group-ის ექსპერტმა მარკო პოლიტიმ რუსთავის მერს, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების - გარემოს დაცვითი მონიტორინგის თანამედროვე სისტემების შესახებ, დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე განიხილეს თუ რომელი გარემოს დაცვითი მონიტორინგის სისტემა უნდა იქნას გამოყენებული რუსთავში, იმისათვის, რომ კონკრეტულ ლოკაციებზე, უშუალოდ საწარმოებთან გაიზომოს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა-ჩაშვება.

,,მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო კომპანია ,DBA Group-ის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, რომლებმაც წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია და გაგვაცნეს ის საშუალებები, რომლებიც 21-ე საუკუნეში შეძლებს სხვადასხვა სენსორული ტიპის მოწყობილობებით მოხდეს აღრიცხვა თუ რა მავნე ნივთიერებების გამოფრქვევა ხდება ამა თუ იმ საწარმოს მიერ, რაც თავისთავად გაუიოლებს შესაბამის სამინისტროს მუშაობას. იქნება 24 საათიანი მონიტორინგი. მე ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც მათ მოგვაწოდეს და გამოცდილება, რომელიც გაგვიზიარეს, რეკომენდაციის სახით უნდა მივაწოდოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას ამ მოწყობილობების შეძენა“,- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარისას.

,,ჯი-ემ მენეჯმენტის“ მმართველი პარტნიორის, ბესო აბაშიძის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიები, საშუალებას იძლევა გარემოს დაბინძურება, კონკრეტულ ლოკაციებზე იქნას გამოვლენილი, რაც რუსთავს საშუალებას მისცემს, ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების გაზომვა, უშუალოდ გაფრქვევის წყაროსთან დააფიქსიროს და პრევენციული ღონისძიებები გატარდეს.

ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მან დეტალური ინფორმაცია უკვე მიაწოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო