ანაკლიის კონსორციუმის ფინანსური დირექტორი - უზბეკეთისთვის ჩვენი კორიდორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი ტვირთების გადასაზიდად

უზბეკეთისთვის ჩვენი კორიდორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი ტვირთების გადასაზიდად, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ ფიჩხაიამ განაცხადა. ანაკლიის პორტის მშენებლობა დღეს უზბეკეთის დელეგაციამ დაათვალიერა.

ფიჩხაია მიიჩნევს, რომ უზბეკეთი ტვირთების გადასაზიდად ანაკლიის პორტს აქტიურად გამოიყენებს.

„ეს იყო უზბეკეთის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უზბეკეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მოლოდინი გვაქვს, რომ სამომავლოდ ეს პორტი გაეშვება და აქტიურად გამოიყენებენ ჩვენს კორიდორს. უზბეკეთისთვის ჩვენი კორიდორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი ტვირთების გადასაზიდად“, - ამბობს ზურაბ ფიჩხაია.

უზბეკეთის დელეგაცია დღეს ფოთის ტერმინალსაც სტუმრობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა