ქეთევან ციხელაშვილი მარნეულში ახალგაზრდებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად, მარნეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მიმოიხილა კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარება და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა.

ახალგაზრდებს საკუთარი ხედვის გაზიარებისა და მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მიეცათ. სახელმწიფო მინისტრმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხა.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე ინფორმირებული და ჩართული იყოს იმ სამშვიდობო ძალისხმევაში, რასაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. მით უფრო - ახალგაზრდები. ასეთი შეხვედრები პერიოდულად იმართება. მათ შორის უნივერსიტეტებში სხვადასხვა ჯგუფთან. მიმაჩნია, რომ შეხვედრების ჩატარება რეგიონებში აუცილებელია და რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთადერთი. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი ინფორმირება, არამედ მათი მოსაზრებებიც. სამშვიდობო პროცესი ისეთი რამ გახლავთ, სადაც მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გახდება. სახალხო დიპლომატია და მოქალაქეების ჩართულობა საკვანძოა. ძალიან ხშირად საინტერესო იდეები და პროექტები სწორედ ახალგაზრდების მხრიდან მოდის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა მარნეულის მერი ზაურ დარგალი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი