„რესპუბლიკელებმა“ ლაურა კუპერს ჩვენების მიცემის საშუალება არ მისცეს და იმპიჩმენტის მოკვლევა ჩაშალეს

"რესპუბლიკელმა" კანონმდებლებმა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის მიერ დაწყებული იმპჩმენტის პროცედურის ფარგლებში მიმდინარე მოკვლევა ჩაშალეს და პენტაგონის ოფიციალურ წარმომადგენელს ლაურა კუპერს ჩვენების მიცემის საშუალება არ მისცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო „დემოკრატ“ კანონმდებლებზე დაყრდნობით იუწყება, „რესპუბლიკელები“ იმ ოთახში ყვირილით შეცვივდნენ, სადაც პენტაგონის წარმომადგენელი ლაურა კუპერი, რომელიც რუსეთისა და უკრაინის საკითხებზე მუშაობს, დახურულ კარს მიღმა ჩვენებას აძლევდა და კუპერს საუბრის საშუალება არ მისცეს.

„დემოკრატების“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ასისტენტის მოადგილეს რუსეთის, უკრაინისა და ევრზაზიის საკითხებში აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 391 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების შეწყვეტის შესახებ უნდა ესაუბრა.

„ვხედავთ, რომ ეს არის „რესპუბლიკელების“ მცდელობა, დააშინონ არა მხოლოდ ეს მოწმე, არამედ მომავალი მოწმეებიც, რომლებიც ჩვენების მიცემას აპირებენ. არ გამოუვათ. ვერ შეგვაჩერებენ,“- განაცხადა „დემოკრატების“ წარმომადგენელმა ერიკ სვოლველმა.

ორი დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელები“ იმპიჩმენტის პროცედურის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა გაერთიანდნენ. მისი თქმით, მანკიერი „დემოკრატები“ ერთად დგანან, თუმცა მათი „საქმე მკვდარია.“

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა