კურორტ ბახმაროს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტირება იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ ბახმაროს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტირებას იწყებს.

შესაბამის დოკუმენტს ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და შპს „წყლისა და შენობების ინჟინერია“-ს დირექტორმა კონსტანტინე სანაძემ მოაწერეს.

“ბახმაროში დღემდე არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, არ ფუნქციონირებს კანალიზაციის ქსელი და გამწმენდი ნაგებობა. შესაბამისი ინფრაქტრუქტურის არ არსებობის გამო დაბას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

პროექტირების დასრულების შემდეგ, დაიწყება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტის განხორციელება საბოლოოდ გადაჭრის ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და ბახმაროს დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. ასევე, კურორტს წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა და გამწმენდი ნაგებობა მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს”, - ნათქვამია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა