არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანი კანონების მიღება მოხდეს შესაბამის სექტორებთან კომუნიკაციის შემდეგ

ჩვენი პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანი კანონების მიღება მოხდეს გავლენის შეფასების და შესაბამის სექტორებთან კომუნიკაციის შემდგომ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა წინა ადმინისტრაციის დროს დამკვიდრებული პრაქტიკა, რა დროსაც ჯერ კანონებს იღებდნენ და მერე მოწმდებოდა, ეს კარგი იყო თუ ცუდი, უნდა შეიცვალოს.

„ბიზნესს ჩვენ ყოველთვე ვხვდებით და ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ბიზნესისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. გუშინაც იყო ერთი ასეთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ საბიუჯეტო პრიორიტეტები, დღევანდელ პრეზენტაციასთან დაკავშირებული მონაცემები, სამომავლო რეფორმები, რომელიც აინტერესებს საგადასახადო თუ საბიუჯეტო ნაწილში ბიზნესს და ეს შეხვედრები გაგრძელდება მომავალშიც. რაც შეეხება კანონმდებლობას, ჩვენი პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანი კანონების მიღება მოხდეს გავლენის შეფასების და შესაბამის სექტორებთან კომუნიკაციის შემდგომ. წინ ადმინისტრაციის დროს იყო, რომ ჯერ კანონებს ვიღებდით და მერე ვამოწმებდით, ეს კარგი იყო თუ ცუდი. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. ქართულში კარგი ანდაზა გვაქვს „ ცხრაჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი". ჯობს, ჯერ გავზომოთ, მერე გავჭრათ", - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა