მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა პლაკატი წარწერით „რუსული ოცნება“ მიიტანეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. როგორც აქციის წევრებმა განაცხადეს, ისინი მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა პლაკატი მიიტანეს წარწერით „რუსული ოცნება“, რომლის გარშემოც „ქართული ოცნების“ დეპუტატების, პრემიერის და მინისტრების სახელები და გვარები ეწერა.

„დღევანდელი აქციით, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენეთ, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად არის „რუსული ოცნება“ და ეს პოლიტიკური ძალა ემსახურება იმას, რომ საქართველოში გაძლიერდეს რუსული პოლიტიკური ინტერესები, ჩვენი დასავლური საგარეო კურსი შეიცვალოს ჩრდილოეთით და ზოგადად იმას, რომ ქვეყანაში გაიზარდოს რუსული ინვესტიცია, რუსული კაპიტალი და რუსული გავლენის აგენტების რიცხვი. კიდევ ერთხელ გვინდა საქართველოს მოქალაქეებს შევახსენოთ, რომ მოდის 2020 წლის არჩევნები და ყველა მოქალაქის ვალია, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და არ მისცეს ხმა პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებსა და სატელიტებს," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა