სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დისტანციური სწავლების მესამე ეროვნული კონფერენცია გაიხსნა

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დისტანციური სწავლების მესამე ეროვნული კონფერენცია გაიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება განათლების სფეროში დისტანციური სეგმენტის მნიშვნელობაზე და დისტანციურ სწავლებაზე გაამახვილა. ამასთან, დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარების საქმეში პარტნიორების მხარდაჭერა ხაზგასმით აღინიშნა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა აარონ პრესნალმა მიმართეს და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დისტანციური სწავლების ხელმძღვანელის სეი შატსის ვიდეომიმართვაც გაიმართა.

ღონისძიება მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში დისტანციური სწავლების პოპულარიზაციასა და გრძელვადიან პერსპექტივაში მისი სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროცესში ინტეგრირების მხარდაჭერას ისახავს. კონფერენციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე განათლების სექტორიდან სხვადასხვა უწყებების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ასევე დარგის შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე მსჯელობის შესაძლებლობა ჰქონდათ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

დისტანციური სწავლების ეროვნული კონფერენცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) ორგანიზებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტისა და აშშ-ს ჯეფერსონის ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო