ბრალდებული რუსი ჰაკერის საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, სუმბაევის ექსტრადირების შესახებ მისთვის დღეს გახდა ცნობილი

ბრალდებული რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, სუმბაევის ექსტრადირების შესახებ მისთვის დღეს გახდა ცნობილი.

როგორც სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ სამხარაძემ ჟურნისტებს განუცხადა, რუსი ჰაკერის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში მის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება, საქართველოში კი, საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით განიხილება საქმე.

„მისი ექსტრადირების შესახებ ჩემთვის დღეს გახდა ცნობილი. 10 დღეში ჩაინიშნა შემდეგი პროცესი და განიხილება მისი ბრალეულობის საკითხი, მან უკანონოდ გადმოკვეთა თუ არა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ჰქონდა თუ არა მას ყალბი დოკუმენტაცია. მისი მონაწილეობის გარეშეც შესაძლებელია მოხდეს ამ საქმის განხილვა. განაჩენის გამოტანაც დაუსწრებლად შეიძლება.

რუსეთში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოხდა მისი ექსტრადირება", - განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი გადასცა, რომელიც ბრალდებულია გამომძიებელ ევგენი შიშკინის მკვლელობის საქმეზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა