ადვოკატის ინფორმაციით, საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ სამსახურში მისვლისა და უფლებამოვალეობის შესრულების ნება არ დართო

საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლისა და უფლებამოვალეობის შესრულების ნება პროკურატურამ არ დართო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

ის არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჯიშკარიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს.

„ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ილია ჯიშკარიანს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გარკვეული ვალდებულებები, ელექტრონული ხელმოწერები აქვს განსახორციელებელი და ოფისში უნდა მივიდეს. ჩვენ თავი წინასწარ დავიზღვიეთ, რომ სასამართლოს შეზღუდვა არ დაგვერღვია და წინასწარ მოვითხოვეთ, ილია ჯიშკარიანისთვის ნება დაერთოთ, რომ სამსახურში საქმიან ფარგლებში, თავისი უფლებამოვალეობიდან გამომდინარე განეხორციელებინა კომუნიკაცია, რაზეც პროკურატურისგან უარი მივიღეთ. ჯერჯერობით, ამის საშუალება პროკურატურის მხრიდან არ მოგვეცა. ამით არა მხოლოდ ილია ჯიშკარიანი, არამედ მოქალაქეები ზარალდებიან", - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს