ანონსი  25 ოქტომბერი

25 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

25 ოქტომბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, დეველოპერული კომპანია, “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელი, გიგა წულეისკირი და ადვოკატი, ნანა ფილაური, პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: სამშენებლო კომპანია “სვეტზე” დადებული ყადაღა და დაზარალებული მენაშენეები. რა ხდება სინამდვილეში „სვეტის“ ქონების ირგვლივ და როგორ უნდა მომხდარიყო ინვესტორებთან მოლაპარაკება?

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიასთან, ალეკო ელისაშვილი აქცია-პერფომანს გამართავს: "3 მიზეზი, რატომ არ უნდა გვიხაროდეს თბილისის პარალიზება"

მის: შარტავას 7

საკონტაქტო: 599 854722

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისში, 700-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და პარლამენტის დეპუტატები დაესწრებიან.

მის: შ.ნადირაშვილის ქ.N24, საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“.

საკონტაქტო: მარიკა მათიაშვილი 599181474​

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის ე.წ. ოქროს მოწმის, შოთა შანიძის მეუღლე, განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

25 ოქტომბერს,11:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” გაიმართება მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) 70-ე გენერალური ასამბლეა და საბჭოს 213-ე სხდომის გახსნის ცერემონია.

ღონისძიებას სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად, მასპინძელი ქვეყნების პირველი პირები დაესწრებიან.

მის: თელავის ქ.N 20

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მხრიდან ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტი.

მის: ზუბალაშვილების 11

საკონტაქტო: 599711818

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თელავში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერილ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ს ოფიციალურად გახსნის.

მის: თელავი, რუსთაველის # 2

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია გამართავენ პრეზენტაციას თემაზე:„საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”.

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N33, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, „საბჭოების დარბაზი“.

საკონტაქტო: ლია გუმბარიძე 599 89 10 01

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში ფესტივალთან „ციფრული თბილისი“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია.

მის: რუსთაველის გამზ. N3

საკონტაქტო: ჯაბა სიხარულიძე - 577 28 87 87

25 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროექტის - „ინვესტირება ხარისხიან და უვნებელ მესაქონლეობაში“ ტექნიკური დირექტორი ლაშა ავალიანი, ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი და „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: პირველად საქართველოში „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება. მესაქონლეობაში არსებული გამოწვევები. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ქვეყანაში მკვეთრადაა შემცირებული მესაქონლეობის დარგთან დაკავშირებული პროფესიონალების რაოდენობა და მათი განათლების დონე.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 ოქტომბერს, 12.00 საათზე, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი’’ გამართავს შეხვედრას ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლის თემის (სოფლები ჩორჩანა და წაღვლი) მოსახლეობასა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ 12 ახალ წევრს წარადგენს. ამავე ღონისძიებაზე ცნობილი გახდება პარტია ,,ლელოს” სამომავლო გეგმები, დაფუძნების თარიღი და სხვა დეტალები.

მის: თბილისი ცენტრალი, მეორე სართული.

საკონტაქტო: 577403734

25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, გასვლით შეხვედრას გამართავს.

25 ოქტომბერს 12:00 საათზე, გაეროს კვირეულის ფარგლებში, ვარკეთილი-3-ის მე-3 მიკრორაიონში (მშენებარე სტადიონთან) გარემოსდაცვითი ღონისძიება გაიმართება.

25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, მდგრადი განვითარების მიზნების გამოფენა (SDG Fair) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 20-მდე წამყვანი ბიზნესკომპანია მიიღებს.

გამოფენაზე კომპანიები მდგრადი განვითარების მიზნების კუთხით განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებს წარადგენენ, საზოგადოებას კი კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკას გააცნობენ. გამოფენას აჭარის მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და სხვა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო: ეთუნა ცოტნიაშვილი 599512215

25 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.

25 ოქტომბერს, 14:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გამართავს საგანგებო ბრიფინგს.

ბრიფინგი გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში .

მის: ბოჭორმის ქ. 12

25 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

25 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ქუთაისში, ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის, გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნება

მის:ქუთაისი, სარაჯიშვილის 49

25 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეხვედრა საჯარო სკოლების იმ პედაგოგებთან გაიმართება, რომლებმაც წელს პირველად დაიწყეს მასწავლებლის პროფესიით მუშაობა.

მის.: უზნაძის 52

25 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერილ ქვის საწარმოს “ზოდი +“-ს ოფიციალურად გახსნის.

მის: გურამიშვილის ქ. #188, მეტრო „სარაჯიშვილიდან“ მეტრო გურამიშვილისკენ მიმავალ გზაზე, მარჯვნივ ჩასახვევი „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურთან

25 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და საინფორმაციო - ანალიტიკური სააგენტო “2020NEWS”-ის დამფუძნებელი ანი მიროტაძე ახალ, ერთობლივ პროექტს წარადგენენ.

მის: გუდიაშვილის ქ.#7

საკონტაქტო: ნინო გედენიძე 591 41 54 94

25 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება გრიგოლ მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგთა ასოციაციის სხდომა, რომელიც მიეძღვნება პროფესორ გურამ ტატიშვილის 90 წლის იუბილეს.

მის: ვაჟა-ფშაველას N33, III სასწავლო კორპუსი, III სართული, "თეატრალური დარბაზი"

საკონტაქტო: ლიზა ერქომაიშვილი 595 74 64 40

25 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულების მხარდაჭერით, სასტუმრო Fortune Group of Hotels იხსნება.

მის: აღმაშენებლის ხეივანი N62

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო