ბათუმის პორტში, ამერიკულ სამხედრო გემ „პორტერზე“ საზეიმო მიღება მიმდინარეობს

ბათუმის პორტში, ამერიკულ სამხედრო გემ „პორტერზე“ საზეიმო მიღება მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი „პორტერი“ ბათუმს ხვალ დატოვებს. გემზე საზეიმო მიღება იმართება, რომელსაც აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ელიზაბეთ რუდიმ ჟურნალისტებთან საუბრისას გემის საქართველოში ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ ვხვდები ამერიკული გემის ეკიპაჟს ბათუმში და მოუთმენლად ველით ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. "პორტერის" ვიზიტი სსაქართველოში წელს ამერიკის სამხედრო გემების მესამე ვიზიტია, ეს ვიზიტები ადასტურებს ამერიკის ერთგულებას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ შავი ზღვის რეგიონში. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის მოქალაქეებს სტუმართმოყვარეობისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალებს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. მოხარულები ვართ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო საქართველოს მთავრობის მხრიდან გემის ვიზიტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდიმ.