ბექა ლილუაშვილი - მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გადაწყვეტილება ბიზნესგარემოს რეგულირებასთან დაკავშირებით, დაეფუძნოს კონსენსუსს სახელმწიფოს, ბიზნესს და დასაქმებულს შორის

ჩვენი მთავარი მიზანია, ბიზნესის კეთების რეიტინგში პოზიციის ცვლილება მოხდეს პოზიტიურობის მიმართულებით; სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ბიზნესგარემოს და მის რეგულირებას, მნიშვნელოვანია, დაეფუძნოს სახელმწიფოს, ბიზნესის და დასაქმებულის უფლებადამცველს შორის კონსენსუსს, რაც, ჯამურად, პოზიტიურად აისახება ბიზნესგარემოზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესის კეთების რეიტინგი განსაზღვრავს ინსტიტუციურ მხარეს, თუმცა ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში არის სხვა მნიშვნელოვანი სასათბურე პირობები.

ბექა ლილუაშვილმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა გადაჭრაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.

„იმისთვის, რომ შევაფასოთ სუსტი პოზიციები, შეგვიძლია გამოვიყენოთ გადახდისუუნარობის ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის და საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის. ერთია ბიუროკრატიის ხარისხი, რომელიც ბიზნესს სჭირდება შექმნისა და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისთვის და მეორე - რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროცედურები, რათა მოხდეს საწარმოს გადახდისუუნარობის მართვა, ლიკვიდაცია და ბაზრიდან გასვლა. ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო, რადგან რეიტინგის ამ ნაწილში საკმაოდ სუსტი პოზიცია გვაქვს, თუმცა სხვადასხვა საკანონმდებლო ჩარჩო, მაგალითად გადახდისუუნარობის კანონმდებლობა, მშენებლობის კოდექსი, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება, სამეწარმეო კოდექსი, რომელიც დამუშავების პროცესშია, დღგ-ს ავტომატურად გადახდის მექანიზმი, ბუნებრივია, გამოიწვევს რეიტინგში პოზიციის ცვლილებას“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა