რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თუ შეთანხმებულ ზონაში ტერორისტული თავდასხმები მოხდება,  ანკარა ოპერაციას გააგრძელებს

თუ შეთანხმებულ ზონაში ტერორისტული თავდასხმები მოხდება, ანკარა ოპერაციას გააგრძელებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი სამხედრო ოპერაციას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიწყებს.

„ჩვენ კონტროლი მოვიპოვეთ 4 200 კვადრატულ კილომეტრზე და ახლა 444 კილომეტრის სიგრძის ზოლს რუსებთან ერთად ვაკონტროლებთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია შეაჩერა და ქურთულ ძალებს 120 საათი მისცა იმ ტერიტორიის დასატოვებლად, სადაც თურქეთი „უსაფრთხო ზონის“ მოწყობას გეგმავს. სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყაროს” მიზანი, ანკარას მტკიცებით, „უსაფრთხო ზონის“ შექმნა და მილიონობით სირიელი დევნილის საკუთარ სახლებში დაბრუნებაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა