„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ პირველი მოსმენით უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ პირველი მოსმენით უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ რიგით მე-18 სხდომაზე მიიღო, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. კანონის პროექტი ბიუროს წევრებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ წარუდგინა.

უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება დადგენილების პროექტი - საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენის შესახებ. გადაწყვეტილება ბიუროს წევრებმა ამ შემთხვევაშიც ერთხმად მიიღეს. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი რომანაძის, განცხადებით, კანონის პროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი ინიციატივაა, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 355 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებად - მრჩევლებად შერჩეული კანდიდატურების წარდგენის შესახებ საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, წარმოადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, ამ ეტაპზე მრჩევლობის მხოლოდ 4 კანდიდატია წარმოდგენილი: სოსო სტურუა (ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარა“), თამილა დოლიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარები“), თამარ წილოსანი (დამოუკიდებელი დეპუტატის პეტრე ზამბახიძის წარდგენით) და დიანა ვაშაყმაძე (დამოუკიდებელი დეპუტატის გიორგი ცინცქილაძის წარდგენით). კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ უარი თქვა კანდიდატის დასახელებაზე. რაც შეეხება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით გაბაიძის განცხადებით, ფრაქცია ორშაბათისთვის კონკურსანტებთან შეხვედრისა და გასაუბრების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ბიურომ ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლესი საბჭოს 2019 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში ცვლილების შეტანის საკითხს, რომელიც სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა, ზურაბ ჭურკვეიძემ, წარმოადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა