გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და ყოველდღიურად პარტიის ლიდერები რეგიონში შეხვედრებს მართავენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ, შემდეგ კი სოფელ პირველ სვირს ესტუმრნენ. შეხვედრაზე ადგილობრივების პრობლემები განიხილეს და წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვა დაიწყეს.

„სოფელ პირველ სვირში წყალი არ არის, მცხოვრებლების თქმით, წყლის ყიდვა უწევთ და ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობას ეს უფრო ამძიმებს. ასევე სოფელს მოწესრიგებული გზა არ აქვს. ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება პირველი სვირი, დაპირებებს გასცემს, რის მიხედვითაც წყლისა და გზის პრობლემა უნდა მოწესრიგებულიყო, თუმცა არჩევნების შემდეგ დაპირებად დარჩა და აქ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი არავის უნახავს.

პარტიის ლიდერებმა სამომავლო გეგმები გააცნეს და არჩევნების შემდეგ დახმარებას დაჰპირდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა