ალეკო ელისაშვილმა და „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა მერიის წინ ტელევიზორი მიიტანეს და თბილისის მეტროში „პიკი საათის“ დროს გადაღებული კადრები აჩვენეს

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და მოძრაობის წევრებმა თბილისის მერიის წინ აქცია-პერფორმანსი მოაწყო. „სამოქალაქო მოძრაობის“ წევრებმა დედაქალაქის მერიის წინ ტელევიზორი მიიტანეს და თბილისის მეტროში ე.წ პიკი საათის დროს გადაღებული კადრები აჩვენეს.

ელისაშვილის განცხადებით, მათი მიზანია, თბილისის მერმა ნახოს თუ რა მდგომარეობაა მეტროში და „როგორ წვალობს ხალხი მერიის და პირადად კალაძის არაკომპეტენტური სატრანსპორტო რეფორმის შედეგად”.

მისივე თქმით, მერიამ უნდა შეაჩეროს ტაქსების რეფორმა, რადგან აღნიშნული ქალაქის პარალიზებას იწვევს.

„თუ უნდათ სატრანსპორტო რეფორმის გატარება, ბოლოდან კი არ უნდა დაიწყონ, უნდა დაიყონ თავიდან - მეტროდან, ავტობუსებიდან. გამოსავალი ისაა, რომ ტაქსების რეფორმა უნდა გააჩერონ მანამ, ვიდრე მეტროში არ იქნება საკმარისი შემადგენლობა და საკმარისი რაოდენობის ახალი ავტობუსი. ნუ არის კალაძე გაჯიუტებული და „ჯორზე შემჯდარი“. ვითომ ახლა „ბამპერები ” და მათი ფერი დარჩა მოსაგვარებელი ქალაქში. თუ არ იცის, ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე ვამბობ, მზად ვარ მივიდე და ვასწავლო სინამდვილეში რა რის მერე უნდა გაკეთდეს. კალაძე სამი მანქანით დადის და ხუთი მანქანა დაცვა დაყვება, ასე ვერ ხედავს რეალობას ვერც ეგ და ვერც მისი მოადგილე, ვიცე მერი, რომელიც თურმე სტუდენტობის მერე მეტროში არ ყოფილა”,- განაცხადა ელისაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაკომფორტულია.

„პირველი არის ის, რომ მთავრობის წევრები, მერიის ჩინოვნიკები, თვითონ მერი და საკრებულოს წევრები არ დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. აბა თვითონ იარონ გადაჭეჭყილ მეტროში, ერთ კვირაში გამოაცხადებენ ათას ახალ ავტობუსზე ტენდერს.

მეორე მიზეზი - ზრდილობის გულისთვის და ქალაქის გაფერადებისთვის ყიდულობენ ახალ ავტობუსებს, იმიტომ, რომ სინამდვილეში ე.წ. ბოგდანები შეადგენს საავტობუსე პარკის 77%-ს, 600-ზე მეტი „ბოგდანი” დადის მაშინ, როცა მხოლოდ 23%-ია ახალი ავტობუსი და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ყიდულობენ ერთბაშად ხუთას ან ათას ახალ ავტობუსს.

მესამე მიზეზი - თბილისის მიწისზედა სატრანსპორტო სქემა არის თავიდან ბოლომდე დასაშლელი და ახლებურად ასაწყობი, ვინაიდან თბილისის მიწისზედა სატრანსპორტო სქემა არის ქურდების და „ძველი ბიჭების“ დაპროექტებული 90-იან წლებში. მათი იყო ავტობუსებიც და სამარშრუტო ტაქსებიც და მათ დაგეგმეს, როგორ ევლოთ ამ ხაზებს. როდემდე უნდა ვცხოვრობდეთ ამ სქემაში? ეს სქემა არის მთლიანად დასაშლელი“,- განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა