ქეთევან ციხელაშვილი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივაზე - საკითხი ასე არ დგას - არ მიმაჩნია, რომ ექსპერტების ყველა მოსაზრებაზე კომენტარი უნდა გავაკეთოთ

საკითხი ასე არ დგას და არ მიმაჩნია, რომ ექსპერტების ყველა მოსაზრებაზე კომენტარი უნდა გავაკეთოთ, - ასე უპასუხა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტები კითხვას, ამერიკელი პოლიტიკური მრჩევლის, ლუკ კოფის მოსაზრებასთან დაკავშირებით.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე ამ საკითხს არ განიხილავს.

„ლუკ კოფი არის ექსპერტი, რომელმაც „ტვიტერზე" რაღაც მოსაზრება გამოთქვა. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, რადგან საკითხი ასე არ დგას და არ მიმაჩნია, რომ ექსპერტების ყველა მოსაზრებაზე კომენტარი უნდა გავაკეთოთ. ექსპერტებმა, რა თქმა უნდა, შეიძლება მოსაზრება გამოთქვან. რა გავლენაც არ უნდა ჰქონდეს, ის არის ექსპერტი და თავის მოსაზრებებს გამოხატავს. ეს საკითხი არ განიხილება",- განაცხადა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება“,- წერს ლუკ კოფი „ტვიტერის“ გვერდზე.

კოფის რეკომენდაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯარის განსათავსებლად ახალქალაქში მდებარე რუსეთის ყოფილი ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც სირიის ქალაქ რაქას 740 კილომეტრით არის დაშორებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა