ბათუმში ნატოს ხომალდი შევიდა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი - ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდი TCG AMASRA (თურქეთი).

ბათუმის ნავსადგურში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

დახვედრის ცერემონიაში საქართველოში პოლონეთის საელჩოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ემზარ აბრამიშვილი ხომალდის მეთაურს, კაპიტან ალესანდრო ფალკონეს სანაპირო დაცვის ბაზაზე შეხვდება. პარალელურად, საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ეკიპაჟსა და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრებზე მხარეები 28-30 ოქტომბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საზღვაო წვრთნების დეტალებზე შეთანხმდებიან.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს