მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც გული უძგერს, ვისაც უნდა, რომ საქართველო გამარჯვებული ნახოს

„ლელოს“ კარები ღიაა ნებისმიერი თქვენგანისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც გული უძგერს, ვისაც უნდა, რომ საქართველო გამარჯვებული ნახოს“,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის კიდევ 12 წევრის წარდგენამდე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მოძრაობას უერთდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სხვადასხვა რეგიონებიდან.

„ეს არის ადგილი, სადაც ისინი ვმართავთ დიალოგს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, რომ შეცვალონ საქართველოში რეალობა. ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთესი, რომელთაც სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს გამარჯვებული, ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ, რომ საქართველოში დაბრუნდნენ ჩვენგან წასული ადამიანები - ემიგრანტები, რომელთაც სურთ, რომ ჰქონდეთ ღირსეული სამუშაო ადგილი და ღირსეული ანაზღაურება. აქ არავინ არავის უფროსი არ არის, ეს არის ჰორიზონტალური პლატფორმა, სადაც ჩვენ, ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, უნდა შევჯერდეთ, შევთანხმდეთ და საქართველო გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც დღეს არის.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით „თბილისი ცენტრალში“. ადგილას, სადაც სულ რაღაც ათი წლის წინ იყო მდგომარეობა, სადაც დაახლოებით ასი დევნილი ოჯახი ცხოვრობდა ძალიან მძიმე პირობებში და ჩვენ, ჩვენმა კომპანიამ, მოვახერხეთ, მოგვეზიდა 30 მილიონი დოლარი საერთაშორისო დაფინანსება ორი უზარმაზარი ევროპული და ამერიკული ბანკისგან, ჰოლანდიური და ინგლისური ფონდებისგან და ჩვენ, დაახლოებით მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, რომ აქ მცხოვრები დევნილები განგვეთავსებინა საკუთარ ბინებში და შეგვექმნა ის მდგომარეობა, რომელსაც თქვენ აქ ხედავთ. თქვენ ხედავთ, როგორ გადაიქცა ეს ადგილი სამუშო ადგილად, დღეს აქ დასაქმებულია 1500 ადამიანი, წარმოდგენილია 150 სხვადასხვა ტიპის კომპანია, სავაჭრო სერვისების კოპმანია, სასტუმრო. ეს ობიექტი 250 მილიონი ლარის ბრუნვას ახორციელებს და დაახლოებით 50 მილიონი შეაქვს ბიუჯეტში. ესაა ის პატარ-პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი მაგალითები, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა გარდაიქმნას საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, ისევე, როგორც მსხვილი ბიზნესისთვის. გადაიქცეს ადგილად, სადაც ადამიანებს ეძლევათ საშუალება კომფორტულად აკეთონ თავიანთი საქმე, შექმნან დოვლათი და მიიღონ სერიოზული ანაზღაურება და ბიუჯეტშიც შეიტანონ საკადრისი გადასახადი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა