იუსტიციის უმაღლესი საბჭო სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, ანა დოლიძეს საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეუფლებამოსილება შეუწყვიტოს.

აღნიშნულის შესახებ მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა.

როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

მისი თქმით, დოლიძემ არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაც.

ამასთან, იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშვნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრია. დოლიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს