ბათუმის ნავსადგურში NATO-ს გემების ოფიციალური დახვედრა გაიმართა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, იტალიური გემის VESUVIO და თურქული გემის AMASRA ეკიპაჟის ხელმძღვანელობას ნავმისადგომთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ და ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ უმასპინძლეს.

„დღეს ბათუმის ნავსადგურში NATO-ს სამოკავშირეო გემების ოფიციალური დახვედრა გაიმართა. სტრატეგიული პარტნიორების ხომალდების ვიზიტი შავ ზღვაში უკვე რეგულარული გახდა, რაც უსაფრთხო და მშვიდი რეგიონის წინაპირობაა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. 28-30 ოქტომბერს დაგეგმილი საზღვაო წვრთნები იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს საზღვაო ძალებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ერთობლივი წვრთნები სამი დღის მანძილზე გაგრძელდება.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ნატოსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას ალიანსის მხრიდან. დახვედრის ცერემონიაში საქართველოში დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა