რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუ ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს შემადგენლობიდან გამოვა, ეს ინსტიტუტი გავლენას კიდევ უფრო დაკარგავს

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ნაბიჯი ანა დოლიძის მიმართ, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს, მიუღებელია.

მისივე თქმით, თუ ანა დოლიძე საბჭოს შემადგენლობიდან გამოვა, ეს ინსტიტუტი გავლენას კიდევ უფრო დაკარგავს.

ამის შესახებ საყვარელიძემ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტისადმი იუსტიციის საბჭოს მიმართვასთან დაკავშირებით „ინტერპესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ამ ტიპის ხერხს მიმართავენ, რომ თუ ადამიანი იქცევა ისე, როგორც თავად სურს, ის ადამიანი უნდა ჩამოშორდეს ამ სამუშაოს, ამას ავტორიტარიზმი ჰქვია. არ მგონია, რომ საქართველოსთვის ასეთი არადემოკრატიული ნაბიჯი გამართლებული იყოს, ვისაც არ უნდა ეხებოდეს. მითუმეტეს, თუ საქმე ეხება ანა დოლიძეს, რომელსაც საზოგადოებაშიც და ჩემთვისაც დიდი ავტორიტეტი აქვს, როგორც იურისტს და როგორც პატიოსან მოქალაქეს, მსგავსი ნაბიჯი მიუღებელია. მითუმეტეს მათგან, ვისაც ასეთი ავტორიტეტი არ აქვს.

თუკი ანა დოლიძე გამოვა საბჭოს შემადგენლობიდან და ისე გააკეთებს განცხადებებს, უფრო კარგი ავტორიტეტი ექნება ამ ინსტიტუტს, თუ უფრო უარესი?! ეს ინსტიტუტი კიდევ უფრო დაკარგავს ავტორიტეტს ამ ნაბიჯის შედეგად.

ველოდები, რომ პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება დემოკრატიული სტანდარტების მომხრე“, - განაცხადა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დილიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. როგორც საბჭოს მიმართვაშია ნათქვამი, „ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა