იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ირმა გელაშვილი ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მიმართვას ხელს არ აწერს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამის მიმართავს ხელს არ აწერს საბჭოს არამოსამართლე წევრი ირმა გელაშვილი. როგორც მან განაცხადა, ანა დოლიძის განცხადებები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ცნობილია.

"რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, თუ არა ანა დოლიძე, ამას ისედაც ყველა ვხედავთ. მე მგონი, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება არ უჭირს. თუ საჭიროდ ჩათვლიდა მას შეეძლო ამაზე რეაგირება მოეხდინა. ჩემთვის უფრო საინტერესოა ირაკლი შენგელია რასაც ამბობს იმასთან დაკავშირებოთაც ყოფილიყო კითხვებზე პასუხი", - განაცხადა ირმა გელაშვილმა საბჭოს სხდომაზე.

რაც შეეხება მოსამართლე წევრს ირაკლი შენგელიას, მან სხდომაზე წარადგინა დოკუმენტები, რომლითაც მისი თქმით, მტკიცდება, რომ ანა დოლიძე საია-ს გამგეობის წევრია და ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის გამგეობის თავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს უფლებამოსილება შეუწყვიტოს საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს. საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებით, ამ მიმართვის მიზეზია ის, რომ დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა