ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად ოთხი 100 ტ გამტარუნარიანობის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები „ნენსკრა ჰესის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ქვეკონტრაქტორი „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სს „ნენსკრა ჰიდროდან“ აცნობეს, ამჟამად ჭუბერში „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ჯამში 14 ხიდისა და 45 კმ გზის მშენებლობას გულისხმობს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, „ნენსკრა ჰესის“ ინფრასტრუქტურაში ორი გვირაბი შევა. ნაკრას სატრანსფერო გვირაბი, რომელიც წყალს ნაკრას მცირე წყალსაცავიდან ნენკსრას წყალსაცავში გადააგდებს და ნენსკრას სადაწნევო გვირაბი, რომელიც წყალსაცავს ჰიდროელექტროსადგურთან დააკავშირებს.

„ნენსკრა ჰესის“ გვირაბების გასაყვანად უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, ორი გვირაბგამყვანი მანქანა Double Shield TBM იქნება გამოყენებული, რომელიც საგენგებოდ სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ გერმანულმა კომპანია Herrenknecht-მა დაამზადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა