გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ოქტომბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ქუმლისციხე, სეთურნი, ზაქათკარი, სოკურიანი და მიმდებარე სოფლები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ზარიძეები, ჩაბანო, ალაჭანი და მიმდებარე სოფლები. 28 ოქტომბერს კი - დუშეთის და მცხეთის რაიონის სოფლებში: მაღრაანი, კევლიანი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფლები, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი, თხინვალა და მიმდებარე სოფლები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

























