პროექტ „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში გიდებისთვის უფასო ტრენინგები ჩატარდა

აჭარაში გიდების გადამზადების მორიგი ეტაპი დასრულდა. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში ტრენინგები 40-მდე დამწყებმა და მოქმედმა გიდმა მაჭახელას, ქედისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გაიარა.

აჭარის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეორიულ-პრაქტიკული კურსისას გიდებს ლექციები ეთნოგრაფიის, ექსკურსმცოდნეობის, გიდის ფსიქოლოგიის, პირველადი დახმარების, არქიტექტურის, ფოლკლორის, ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს ისტორიის შესახებ ჩაუტარდათ. პრაქტიკული ტურებისას კი ტრენინგის მონაწილეები მარშრუტებზე არსებულ ტურისტულ პროდუქტებს, სერვისებსა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადებას აქტიურად 2017 წლიდან ახორციელებს. დღემდე რეგიონში 150-მდე მოქმედი და დამწყები გიდი დაცული ტერიტორიების, ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდა. სატრენინგო პროგრამა გიდებისთვის უფასოა და მასში მონაწილეობა რეგიონში მოქმედ ნებისმიერ გიდს შეუძლია.

ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამა ბოლო წლებში ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა 2700-ზე მეტმა პირმა გაიარა. მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა და გიდებმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს