ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები გადასცეს

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, მხარის რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროსტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანებით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი.

ავტოტრანსპორტი ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული და მისი საშუალებით, სამედიცინო დახმარების მიწოდება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, შეუფერხებლად განხორციელდება.

როგორც არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„მნიშვნელოვანია რომ ყველა- მათ შორის რთული რელიეფის მქონე სოფლებში, ოპერატიულად მოხდება ჩვენი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება“, -აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო