ანონსი 26 ოქტომბერი

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, გასვლით შეხვედრას გამართავს.

26 ოქტომბერს, 11:00 საათიდან, „სითი მოლი საბურთალოს“ გახსნასთან დაკავშირებით გრანდიოზული ღონისძიება გაიმართება - „სითი მოლი საბურთალოს“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ გათამაშებაში, აღმოაჩინონ სიურპრიზები, ჩაერთონ გასართობ აქტივობებში, დაესწრონ კონცერტს და ისიამოვნონ ექსკლუზიურად „სითი მოლისთვის“ შექმნილი ლაზერ შოუთი.

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ფრონტლაინ კლუბში ჩატარდება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, რომელზეც განხილული იქნება ნივთიერებადამოკიდებულების პრევენციის და აზარტულ თამაშებზე და ინტერნეტზე დამოკიდებულების პრევენციის საკომუნიკაციო სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ასევე განხილული იქნება ამ თემასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ქვეყანაში არსებული სერვისები.

მის: ლადო ასასთიანის ქ. N 62

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მასშტაბით მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო.

გამოფენას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი გახსნიან.

მის: თბილისის იპოდრომი, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599502619

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ხადაში, ადგილობრივი მოსახლეობა აქციას გამართავს. აქციის მონაწილეები ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას გააპროტესტებენ, რომელიც მათი თქმით, მოსახელობას და ისტორიულ ძეგლებს საფრთხეს უქმნის.

საკონტაქტო: 577 544 528

26 ოქტომბერს, 12:00 სათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი გახსნის.

მის: გურჯაანი, ახტალის პარკი

საკონტაქტო: თაკო გოდერძიშვილი 577080087

26 ოქტომბერს, 12:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ესთეტიკური მედიცინის მე-5 ნაციონალური კონგრესი გაიმართება.

26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში, ნანა ტოხვაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: განათლების სამინისტროს მორიგი ტყუილი და პედაგოგების ხელფასების ზრდა.

მის: ზ.ავალიშვილის 8 (პირველი სართული)

საკონტაქტო: 551 66 25 25

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ირაკლი ბათიაშვილის წიგნის „შელინგის გამოცხადების ფილოსოფია“ პრეზენტაცია გაიმართება.

26 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კლუბ “რესპუბლიკაში” ათასწლეულის ფონდი STEM მენტორების კლუბის დაარსების და 2019-2020 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამოცხადების ცერემონიას გამართავს. ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი #6

26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მთაწმინდის პარკში გაიმართება ინდური დღესასწაულის „დივალისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება.

საკონტაქტო ტელ: 599 99 36 62

26 ოქტომბერს, 19:30 საათზე, „სითი მოლი საბურთალოს“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.

მის: ვაჟა-ფშაველას #70

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო