მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადაეცა

„თიბისი ბანკის საქმე“, რომელიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ეხება, სასამართლოს არსებით განხილვაზე გადაეცა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყვიტა.

როგორც სხდომის შემდეგ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილება როგორც ამ ნაწილში, ისე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების ნაწილში, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა, მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ მზად ვართ საქმის გაგრძელებისთვის. წარდგენილი გვაქვს ყველა მტკიცებულება, რაც ადასტურებს ამ ბრალდების აბსურდულობას. იმედს გამოვთქვამთ და ვიცით, რომ ეს საქმე დამთავრდება ისე, როგორც უნდა დამთავრდეს. სასამართლო დღეს თუ არა, არსებითი განხილვებისას დარწმუნდება ამ ადამიანების უდანაშაულობაში და უფრო მეტიც - გაირკვევა მიზეზები, რატომ ხდება ეს ყველაფერი და რატომ არის საჭირო თვეები იმისთვის, რომ არარსებული ბრალდება განხილული იქნას და ამაზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი", - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს