„თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორი - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა  დაერთო საქმის მასალებს, როგორც მოსაზრება და არა მტკიცებულება

სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად გადასცა, რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას, ის დაერთო საქმის მასალებს, როგორც მოსაზრება და არა მტკიცებულება - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დასკვნით დასტურდება, რომ საქმეზე დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.

„სამართლებრივი ნიუანსია - ეს დოკუმენტი იქნებოდა როგორც მტკიცებულება თუ როგორც მოსაზრება, თუმცა, გიდასტურებთ, რომ მტკიცებულებად არ არის დაშვებული და როგორც მოსაზრება საქმეზე არის დართული. შესაბამისად, სასამართლოს შეეძლება გაეცნოს ამ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს. სასამართლომ საქმე გადასცა არსებითად განსახილველად. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს, რომ საქმეზე გამოვა გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლითაც ისინი ითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას“, - განაცხადა პროკურორმა.

არჩილ ტყეშელაშვილმა ასევე განმარტა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოხდა თაღლითობა.

„რაც შეეხება ბრალდებულების იმ პოზიციას, თითქოს, მათ მხოლოდ ფულის გადარიცხვას ვედავებით, ეს ასე არაა და გიდასტურებთ, რომ საბანკო ოპერაციები თუ ეს ხდება ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობით, არ წარმოადგენს დანაშაულს, მთავარია მას წინ არ უძღოდეს დანაშაული და ეს თანხა არ იყოს უკანონო. ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე შეკრებილი მტკიცებულებებით ვადასტურებთ, რომ თავიდან მოხდა თაღლითობა, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ავთანდილ წერეთელი მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ თანხებს და ზუსტად ამის შემდეგ მოახდინეს ეს ოპერაციები. საერთაშორისო პრაქტიკითაც თუ თანხა არის დანაშაულებრივი და ამ თანხის მიმართ მოხდება ის ტრანზაქციები, რაც საბოლოოდ განახორციელეს ბრალდებულებმა, ეს წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და ზუსტად ამაშია დანაშაულის არსი და მნიშვნელობა", - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს