გორის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას ხვდება

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, სოფლებში მოსახლეობას ხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მერმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა სოფელში არსებული პრობლემები.
"ჩვენი სურვილია, რომ ყველა ის პროექტი, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში განხორციელდება, იყოს თქვენთან შეთანხმებული. გვინდა ერთად დავგეგმოთ და პრიორიტეტებად დავალაგოთ მოსაგვარებელი თემები. სწორედ ამიტომ ვართ აქ", -აღნიშნა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
„ამ ეტაპზე შეხვედრები სოფელ შავშვების, შავშვების დევნილთა დასახლების, ახალშენისა და ახალსოფლის მოსახლეობასთან გაიმართა. ადგილობრივების ძირითადი პრიორიტეტები საკანალიზაციო სისტემის, გზებისა და სანიაღვრეების მოწყობა - მოწესრიგებაა.
მოსახლეობასთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვა სოფლებშიც გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























