დავით ქაცარავასა და ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებს შაქშაქეთის საპოლიციო პოსტთან, სოფელ აბანოსა და საციხურეში მცხოვრები მოსახლეობა დაუპირისპირდა

დავით ქაცარავასა და ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებს შაქშაქეთის საპოლიციო პოსტთან, სოფელ აბანოსა და საციხურეში მცხოვრები მოსახლეობა დაუპირისპირდა.

როგორც დავით ქაცარავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ადგილობრივების თქმით, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრების საოკუპაციო ზოლთან გამოჩენა და მათი იქ ყოფნა უფრო ძაბავდა სიტუაციას.

ადგილობრივებსა და „ძალა ერთობაშიას“ წევრებს შორის დაპირისპირება სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, თუმცა პოლიციამ სიტუაციის განეიტრალება მალევე უზრუნველყო.

დავით ქაცარავა და ანტისაოუკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ამ ყველაფერს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და ორგანიზებულ პროვოკაციად აფასებს.

„დაახლოებით ორი თვის წინ იგივე სიტუაცია იყო, როდესაც სოფელ ბობნევში რამდენიმე აქტივისტი დამახვედრეს და როგორც შემდგომში გაირკვა ეს ადამინები „ქართული ოცნების“ აქტივთან იყვნენ დაახლოებულნი. ეს არის ზუსტად მეორე მცდელობა ამ ტიპის პროვოკაციიის. შეიკრება რამდენიმე ადამიანი, უმრავლესობა ნასვამ მდგომარეობაში, რომელთაც ძალიან აგრესიულად დაიწყეს ჩვენი დადანაშაულება, რომ თურმე სადაც ჩვენ ვჩნდებით, იქ სიტუაცია იძაბება. არანაირი ლოგიკური შეგონება და არგუმენტი მათთვის მისაღები არ იყო. ისინი კი ძალიან უხეშ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. ამას ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების მიერ მოწყობილ პროვოკაციად ვაფასებთ, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დისკრედიტაციასა და მარგინალიზებას ემსახურება. ჩვენთვის ძალიან კარგადაა ცნობილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პოზიტიური განწყობა ჩვენს მიმართ, თუ ასეთი ტიპის „ტიტუშკების“ გუნდებს არ ჩავთლით, რომელიც ხელისუფლებას ჰყავს“, -განაცხადა დავით ქაცარავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა