ზესტაფონში ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2019“ გაიმართა

ზესტაფონში ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2019“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მუსიკალური ღონისძიების აღნიშვნა, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის სკვერში ბიუსტის გახსნით დაიწყო. ვარინკა წერეთლის ბიუსტი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ გახსნეს.

საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის, ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქების პირველი პირები, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის შთამომავლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრადიციული ფესტივალი, სოფელ ცხრაწყაროში, ღია თეატრონზე გაგრძელდა. ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის მუსიკალური კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ.

„მონაწილეთა შედეგებს, ცნობილი კომპოზიტორები და მომღერლები აფასებდნენ. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის გრანპრი, ვანის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, გუჯი ძაგნიძემ აიღო. პირველი ადგილი, ქუთაისის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა ნიცა კირვალიძემ, მეორე ადგილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, ნინო რამიშვილმა, ხოლო მესამე ადგილი, ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა „ჰარმონიამ“.

გამარჯვენულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ვიცე მერმა, დავით მაღრაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ გადასცეს.

„ასეთი ბედი დაჰყვა დიდი ქართველი მგოსნის, აკაკი წერეთლის „სულიკოს“, რომელიც პირველად აქ, ამ მიწაზე აამღერა ცხრა ათეული წლის წინ, მისი ავტორის ახლო ნათესავმა, ცხრაწყაროელმა ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლისამ“. ეს გახლავთ მცირე ამონარიდი სიტყვისა, რომელიც ფესტივალის იდეის ავტორსა და ორგანიზატორს, ქალაქის მაშინდელ მმართველს, მამუკა ასლანიკაშვილს ეკუთვნის. ფესტივალის მიმდინარეობისას, გაჩნდა იდეა, რომ სამომავლოდ „ვარინკობის“ დღესასწაული შემდეგი სახელწოდებით ჩატარდეს - მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის, ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი „სულიკო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა