ხობში „თავისუფალი საქართველოს“ კომიტეტის სხდომა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ხობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პარტიის ლიდერმა - კახა კუკავამ მიიღო.

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის მიზნები და ამოცანები, ასევე ის პროგრამები და პროექტები, რომლებსაც „თავისუფალი საქართველო“ ახორციელებს.

„კახა კუკავამ განსაკუთრებული ყურადღება იაფი მედიკამენტების პროგრამაზე გაამახვილა. პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან უკვე მიიღო მედიკამენტების იმპორტისა და რეალიზაციის ნებართვები და უახლოეს მომავალში პროგრამის ამოქმედებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს, რაც იაფ მედიკამენტებს საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

„თავისუფალი საქართველო“ კომიტეტების დაფუძნებას 2020 წლის არჩევნებამდე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად