ვაჟა-ფშაველას N70-ში, მასშტაბური სავაჭრო კომპლექსი - „სითი მოლი საბურთალო“ ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას N70-ში, მასშტაბური სავაჭრო კომპლექსი - „სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად გაიხსნა.

სავაჭრო ცენტრის საზეიმო გახსნას მოქალაქეებთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებაში, გასართობ აქტივობებში, აღმოეჩინათ სხვადასხვა სიურპრიზი, დასწრებოდმენ კონცერტსა და ლაზერ შოუს. ღონისძიების მუსიკალური შოუს სპეციალური სტუმარი იყო „სალიო“.

კონცერტის დასრულების შემდეგ საღამო მუსიკალურად გააფორმა DJ-მ.

როგორც „სითი მოლი საბურთალოს" დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს ქალაქის ცენტრში გაიხსნა 120 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის შენობა, აქედან 60 ათასი კვადრატული მეტრი არის კომერციული ფართი, დანარჩენი დაკავებული აქვს პარკინგებს და მოსასვენებელ გარემოს.

„ეს სივრცე აერთიანებს აბსოლუტურად ყველა ბრენდს, რაც კი დღეს არსებობს საქართველოში. არის ისეთი ბრენდებიც, რომლებიც პირველად სწორედ აქ იხსნებიან. აქ ადამიანს შეუძლია შვილთან, მეგობართან ერთად მოვიდეს, კინოში შევიდეს, ბოულინგი ითამაშოს, იშოპინგოს და ა.შ. ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ქალაქს განტვირთავს პარკინგი, რომელიც 1500 მანქანას იტევს. გარდა ამისა, ამ სავაჭრო ცენტრის გახსნის შედეგად, შეიქმნა 3300 -მდე სამუშაო ადგილი," - განაცხადა "სითი მოლი საბურთალოს" დამფუძნებელმა მინდია საბანაძემ.

120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ინოვაციური დიზაინის მქონე, მრავალფუნქციური კომპლექსი, „სითი მოლი საბურთალო“ 200-ზე მეტ, უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, საქართველოში უდიდეს კინოთეატრს, უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობ და ბოულინგის ცენტრებს, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდულ მაღაზიებს აერთიანებს ერთ სივრცეში.

სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია მიწისქვეშა ორ დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი, ავტოსადგომით.

„სითი მოლში“ წარმოდგენილი იქნება საქართველოში ყველაზე დიდი, კინოთეატრი “კავეა სითი მოლი” ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი “ScreenX” დარბაზით; ასევე, “ზარა”, “მასიმო დუტი”, “ოიშო”, “სტრადივარიუსი”, “ფულ ენდ ბეარი”, “ბერშკა”, “მანგო”, “ჰ&მ” და სხვ.

2019 წლის ბოლომდე სავაჭრო და გასართობ ცენტრში გაიხსნება: "ბიბლუსი", "პეპელა", xtoys, „ოკტოპუს - ფიტნეს კლუბი“, „ვაიკიკი“, „ნიუ იორკერი“, ცნობილი საერთაშორისო ბრენდების კვების ობიექტები, ისეთები როგორებიცაა: „მაკდონალდსი“ და „ბურგერ კინგი“.

2019 წლის ბოლომდე ფუნქციონირებას დაიწყებს სავაჭრო და გასართობ ცენტრთან არსებული „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს