მარტვილის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 10:00 საათის მონაცემებით, 63 - მმა ამომრჩეველმა მიიღო მინაწილეობა

მარტვილის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ათი საათის მონაცემებით, სულ 63- მმა ამომრჩეველმა მიიღო მინაწილეობა. #65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნინო დანელიას თქმით, ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
დანელიას თქმით, მარტვილში #23 ნოღას საარჩევნო უბანში 41 ამომრჩეველი მივიდა, ხოლო #22 კიწიის საარჩევნო უბნებში 22-მა. ორივე უბანზე 1100 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
კიწიის თემის მოსახლეობა დღეს ერთადერთ მაჟორიტარობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" რობერტ კაკულიას ირჩევს. სხვა პარტიის წარმომადგენლები არჩევნებში არ მონაწილეობენ.

























