ცესკო საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით  ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ცესკო საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცესკო-დან „ინტეპრესნიუსს“ აცნობეს, ლაგოდეხში, სადაც 4 229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 10:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 332 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, რაც 7.9 %-ს შეადგენს.

ადიგენში 10:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 8.3% შეადგინა, კერძოდ, 1466 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 122 ამომრჩეველი დაფიქსირდა.

მარტვილში 10:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 5.7% იყო. მარტვილში 1103 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათგან საარჩევნო უბანზე 10 საათისთვის 63 დაფიქსირდა.

ლაგოდეხის, მარტვილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები ტარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.

არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა