მარტვილის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 12:00 საათის მონაცემებით 248 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

მარტვილის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 12:00 საათის მონაცემებით 248 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

მარტვილის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში 12:00 საათის მონაცემებით 248 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 16% -ზე მეტია.

#65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნინო დანელიას თქმით, ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე არც ერთ უბანზე არ დაწერილა საჩივარი.

მარტვილში #23 ნოღას და #22 კიწიის საარჩევნო უბნებში 1100 ამომრჩეველია რეგისტრირებული. კიწიის თემის მოსახლეობა დღეს ერთადერთ მაჟორიტარობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" რობერტ კაკულიას ირჩევს. სხვა პარტიის წარმომადგენლები არჩევნებში არ მონაწილეობენ.