თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ალამბრის, აჭყვისთავისა და ზენითის მოსახლეობას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ალამბრის, აჭყვისთავისა და ზენითის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და მოსახლეობისგან მათი საჭიროებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

,,ღია შეხვედრების ფორმატში ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი, რათა მომდევნო წლის ბიუჯეტი სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმოს. შეხვედრაზე დაისვა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საჭიროებს ოპერატიულ, დროულ მოგვარებას. მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც ხარისხიანი, გამართული ინფრასტრუქტურა, ასევე სჭირდებათ ყველა ის სერვისი, რომელიც მათ გაუადვილებს სოფლად ცხოვრებას. ხელისუფლების ყველა რგოლი ჩართული იქნება მათი პრობლემების გადაწყვეტაში. ბევრი მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს უნდა გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში თითოეული საჯარო მოხელე მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გაზიფიცირება, წყალმომარაგება, ინტერნეტიზაცია - ის ძირითადი მიმართულებებია, რაც მოსახლეობამ ალამბარში, აჭყვისთავსა და ზენითში პრიორიტეტად დაასახელა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებში მონაწილეობას აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები იღებდნენ.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა