განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინფორმაციით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ლაგოდეხში მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა

კენჭისყრის დღე მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და წესების დაცვით, თუმცა, ლაგოდეხში მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა,- ამის შესახებ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრში აცხადებენ, რომლის სადამკვირვებლო მისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებს სამივე ოქლში აკვირდება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ დარღვევებს კენჭისყრის პროცესზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

"კერძოდ, დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე, ასევე სათანადო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ, ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა, რეგისტრატორისა და ნაკადის მომწესრიგებლის მხრიდან ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება, სამივე ეს დარღვევა აღმოიფხვრა დროულად ჩვენი დამკვირვებლის მითითების შედეგად",- განაცხადა ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ლაგოდეხში საარჩევნო უბნებთან მანკიერი პრაქტიკა კვლავ გრძელდება, რომელიც უბნის მიმდებარედ კოორდინატების ყოფნაში გამოიხატება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა