პარტია „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტების კამპანიას რეგიონებში აგრძელებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტების კამპანიას რეგიონებში აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ფოთში იმყოფებოდა. მან რამდენიმე ადგილობრივს იაფი მედიკამენტები გადასცა.

,,იაფი მედიკამენტების პროგრამა გავაგრძელეთ რეგიონებში. ფოთში გადავეცით რამდენიმე ადამიანს როგორც „ვანსეარი“, ასევე „ტრიპლიკსანი“ - ორივე ფართო მოხმარების მედიკამენტია. გადავეცით მესამედ და მეოთხედ ფასებში, რაც არის თურქეთის ბაზარზე. ვაპირებთ ეს კამპანია გავაგრძელოთ მთელ საქართველოში. ჩვენ მივიღეთ ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროსგან, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ჩვენი მედიკამენტების შემოტანა იქნება არა საცალო, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, არამედ იქნება იმ რაოდენობით, რა მოთხოვნაც არის საქართველოში. ვაპირებთ მთლიანად გადავცეთ ყველა მცირე მეწარმეს, ვინც მოინდომებს ჩვენთან თანამშრომლობას. ბევრი კლინიკა და აფთიაქი დაგვიკავშირდა. აფთიაქებს მივცემთ თურქეთიდან იმპორტირებულ, განბაჟებულ მედიკამენტებს, ზუსტად იგივე ღირებულებაში, ყოველგვარი მოგების გარეშე. გვაქვს ამბიცია, თუ მოვასწარით ახალ წლამდე, საქართველოს რეგიონებში ეს მედიკამენტები იყოს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის",- განაცხადა კახა კუკავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა