გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა და 9 წლის შვილი დაშავდა

გორში, მშვიდობის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დედა-შვილი დაშავდა. ახალგაზრდა ქალი და 9 წლის ბიჭი, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს გამოკვლევების ჩატარება. მცირეწლოვან პაციენტს, რომელსაც თავის ტრავმა აღენიშნება, უტარდება მაღალტექნოლოგიური კვლევები.

„ავარიის შედეგად შემოყვანილია ორი პაციენტი. 9 წლის ბიჭს თავის ტრავმა და თანმდევი ამნეზია აღენიშნება, დედას კი, გულმკერდის და წინა მხრის დაჟეჟილობა. ბავშვი მკურნალობას სტაციონარში გააგრძელებს, პარალელურად, კვლავ მიმდინარეობს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ მორიგე ექიმმა ვიტალი სავანელმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა