ანონსი 28 ოქტომბერი

28 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში მეორე საჯარო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვისა და ქალთა უფლებების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელებენ

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

28 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

28 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

28 ოქტომბერს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია გაიცემა და იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

28 ოქტომბერს, 10:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარე, მარინა კარობიო გუშეტი პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

28 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსის“ ცენტრალურ საკონფერენციო დარბაზში პროექტის: „საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის“ პრეზენტაცია გაიმართება.

პროცესში მთელი საქართველოს მასშტაბით 94-მა საფეხბურთო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. სკოლებს სფფ-ს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი დოკუმენტაციისა და ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე 4 სხვადასხვა კატეგორია მიენიჭათ.

28 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საჯარო შესყიდვების სფეროში კორუფციული რისკების შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან ევროკავშირის მაღალი რანგის ექსპერტები და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე.

28 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

28 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, თავდაცვისა და უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

28 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი ირაკლი იზორია განცხადებას გააკეთებს.

თემა: კვლევა ავტომანქანების სამუხრუჭე ხუნდებში კიბოს გამომწვევი აზბესტის შემცველობის შესახებ. საფრთხეები, რომელიც აზბესტს უკავშირდება. აზბესტის შემცველი პროდუქციის იმპორტის საკითხი. ქვეყანაში არსებული პოლიტიკა აღნიშნული მიმართულებით - რა რეგულაციების ამოქმედებაა საჭირო მავნე გავლენის შესამცირებლად?

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ოქტომბერს, 11:45 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში გიორგი გარდავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: აზბესტის როლი ჰაერის დაბინძურებაში. აზბესტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ახალი კვლევის შედეგები. ქვეყანაში არსებული პოლიტიკა აღნიშნული მიმართულებით - რა რეგულაციების ამოქმედებაა საჭირო მავნე გავლენის შესამცირებლად?

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აშშ-ს ვებსტერის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის.: უზნაძის 52

28 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაციას -„მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართავს.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო პარტნიორები, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონი, წერეთლის გამზ. N118

საკონტაქტო: თათია წერეთელი 599 499 004​

28 ოქტომბერს, 12:00 საათზე, დეკანოზი ანდრია სარია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

28 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ ქვარაიასა და სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.

თემა: „სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში“.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს.

მის: მთავრობის ადმინისტრაცია. ინგოროყვას #7

საკონტაქტო პირი: თაკო მათეშვილი 598 15 65 73

28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარე, მარინა კარობიო გუშეტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თბილისში შვეიცარიის საელჩოს ახალ შენობას საზეიმოდ გახსნიან. გახსნას შვეიცარიისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარტნიორები და საქართველოში მცხოვრები შვეიცარიის მოქალაქეები დაესწრებიან.

მის: რადიანის ქ.#12

28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, V სართული)

28 ოქტომბერს, 13:30 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში ორდღიანი სემინარი: „კომუნიკატორები მეტი კომუნიკაციისთვის“ გაიხსნება.

მის: შალვა დადიანის ქ. 2/1, II სართული, შოთა რუსთაველის დარბაზი

საკონტაქტო პირი: სოფო ქემაშვილი 595 707 222

28 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანება მრგვალ მაგიდას - ,,სოციალური გარდაქმნები პროფკავშირების აქტიური ჩართულობით ევროპულ და საერთაშორისო დონეზე” გამართავს.

მრგვალი მაგიდის გახსნას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ETUCE-ის ხელმძღვანელები და სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ.

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“.

28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ნატოს საინფორმაციო ცენტრში გაიხსნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მედია სკოლა რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის.

მის: შალვა დადიანის ქ. 2/1, II სართული, შოთა რუსთაველის დარბაზი

საკონტაქტო პირი: სოფო ქემაშვილი 595 707 222

28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

28 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ნატოს სამეკავშირეო ოფისში „მედიის ტრენინგის პროგრამის“ მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართება. პროექტი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა ნატოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ფინანსური ხელშეწყობით განახორციელა. პროგრამის მონაწილეები არიან სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლები.

მის: ნატოს სამეკავშირეო ოფისი; წინამძღვრიშვილის 164

საკონტაქტო: ნუკი დარასელია 592 77 62 77

28 ოქტომბერს 15:00 საათზე, 20-21 ივნისის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასა და დაზარალებულად ცნობის საკითხზე საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

მის: კახიძის#15

28 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თელავის რაიონულ სასამართლოში, ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

28 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

28 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ისრაელის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი. სააქტო დარბაზის ფოიე.

28 ოქტომბერს, 17:20 საათზე, პარლამენტში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძისა და შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის აპარატის უფროსის, ფილიფ შვაბის შეხვედრა გაიმართება

28 ოქტომბერს, 17:30 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

28 ოქტომბერს, 18:00 საათზე, დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზური ენისა და ლიტერატურის ფუძემდებლისა და აფხაზეთის სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამო გაიმართება.

მის: დ.უზნაძის ქ. №68

საკონტაქტო: ხათუნა მაჭავარიანი 599139914

28 ოქტომბერს, 19.00 საათზე, გალერეა „ვაჩეში“ გაიმართება რევაზ გომელაურის ნამუშევრების გამოფენა.

მის: ქიაჩელის ქ.28

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა