მარტვილის მუნიციპალიტეტში შუალედურ არჩევნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში ორივე უბანი დაიხურა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მარტვილის #65 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნინო დანელიამ განუცხადა, უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა და ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე შეწყდა.

ორივე უბანზე სულ რეგისტრირებული 1100 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 565 ადამიანმა დააფიქსირა, რაც 51,01 პროცენტია.

მარტვილის საკრებულოს არჩევნებში ოპოზიციური პარტიის კანდიდატები არ მონაწილეობდნენ. ადგილობრივებს, მხოლოდ ერთი კანდიდატის "ქართული ოცნებიდან" რობერტ კაკულიას არჩევა შეეძლოთ.

კიწიის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სოფლის მაჟორიტარი მმართველი პარტიიდან ონერ კუჭავა გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა